უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 14:10
font-size

ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, ადგილობრივი დემოკრატიების სააგენტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორმა ნინო თვალთვაძემ გახსნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, კონფერენციის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა.

„ევროპის საბჭოს რეგიონული კონგრესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების ჩართულობაზე კეთდება. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას ვუსვამთ ხაზს ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონფერენციაზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ეფექტურ მექანიზმებსა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის გზებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე, ასევე, მათი მხრიდან თვითმმართველობის გაუმჯობესების ხედვაზე იმსჯელეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას აღნიშნულ ღონისძიებას. წელს კვირეულის თემატიკას მოქალაქეთა ჩართულობა, კონსულტაციები და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული“ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში აღინიშნება. მისი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება, ასევე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და სოციალური კავშირების გაუმჯობესებაა.

ქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის საკითხებზე იმსჯელეს

18 ოქტომბერი, 2017 , 21:56

"საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის“, „გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა“ და „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის“ ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია - „მედიაცია გერმანი

რუსთავში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი დანელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში

თბილისის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კახა კალაძე ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური“. - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისა

21 ოქტომბერი უქმე დღეა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:40

2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საა

მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი იქნება - კახა კალაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშ

მერიის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმა - კახა კალაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე