უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2017 15:10
font-size

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 30-35 მილიონი ლარი დაიხარჯება - თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 30-დან 35 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ მან 1tv.ge-ის უთხრა.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, წლევანდელი არჩევნები ნაკლებხარჯიანი იქნება, რაც განპირობებულია მისი ხანგძლივობით.

„როდესაც გრძელია წინასაარჩევნო პერიოდი, მაშინ ხარჯები იზრდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორც ვიცით, და როგორც უკვე გაცხადდა, მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება არჩევნები დანიშნული, რაც თანხების უფრო ეკონომიურ ხარჯვას განაპირობებს. 2017 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში დაახლოებით 60 მილიონ ლარს უტოლდება, საიდანაც როგორც წესი, 30-35 მილიონი არის ხოლმე არჩევნებისთვის განსაზღვრული“, -განუცხადა ჟვანიამ საზოგადოებრივს.

ჟვანიას თქმით, ცესკო უკვე მომზადებულია თვითმმართველობის არჩევნებისთვის და შესაბამისი ტრეინინგებიც ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ ძირითადი აქცენტი დავების ეფექტურ წარმოაებაზე გაკეთდა.

„ჩვენ ძალიან ბევრი საქმიანობა გავწიეთ, რომ უკეთ მოვმზადებულიყავით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. კონკრეტულად, ბევრი ტრენინგი ჩატარდა საარჩევნო ადმინისტრაციის, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ დავების ეფექტურ წარმოებაზე. ადმინისტრაციულ წარმოებაზე. ახლაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო საქმიანობა. ასევე, შევხვდით ამომრჩევლებს. ვიკითხეთ მათი სურვილები საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, იმისთვის, რომ სერვისები გავაუმჯობესოთ. ყველა ის თემა, რომელიც ჩვენ შევაფასეთ, როგორც საჭიროება, რომ უფრო მაღალი სტანდარტით წარვდგეთ 2017 წელს ამომრჩევლის წინაშე, ფაქტობრივად, გავლილია“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება სცნო

17 იანვარი, 2020 , 15:16

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონ

ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

17 იანვარი, 2020 , 14:24

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში, რომელიც პარიზში იმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`