უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2016 13:15
font-size

ადმინისტრაციული ხარჯები ყველა სამთავრობო დონეზე შემცირდება - ზვიად ძიძიგური:

არავითარი აჟიოტაჟის საბაბს არ იძლევა დღეს შექმნილი მდგომარეობა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ეკონომიკის გაზრდის აუცილებელ პირობად ზვიად ძიძიგური ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას თვლის.

პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები ყველა სამთავრობო დონეზე შემცირდება.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა პანიკის საფუძველს არ იძლევა.

„ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება ყველა სამთავრობო დონეზე, ეს იქნება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

ქვეყანაში დღეს არ არის პანიკის საფუძველი. ეკონომიკის ასაღორძინებლად ხელისუფლებამ გადადგა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი და ეს ნაბიჯი გადადგა ისევ საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ლარის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდება, ამის თქმის საფუძველს ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტის მიერ მოწოდებული მონაცემები იძლევა,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზვიად ძიძიგურმა ბიუჯეტის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამები ხელშეუხებელი დარჩება. „შენარჩუნებულია ყველა პროგრამა, რაც გაწერილი იყო სოციალურ მიმართულებებზე, ის ცვლილებები, რაც ბიუჯეტში ხორციელდება, არავითარ შემთხვევაში ცუდ გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნის ღარიბ ნაწილზე და ეს ცვლილებები მოსახლეობის ამ კატეგორიას არ შეეხება.“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 18:23

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია“ და განახლებული &bd

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 16:15

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ  საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა,  რომლითაც  ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნოს. ამისთვის სა

სტუ-ში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღ

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიის სასტუმროს მსოფლიო ბრენდის სტატუსი მიენიჭება

12 ნოემბერი, 2019 , 14:40

მსოფლიო ბრენდი WYNDHAM-ი საქართველოში მუშაობას აფართოებს.  13 ნოემბერს, 19:00 საათზე ხელი მოეწერება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრ კომპანია MCI-სთან ძველ თბილისში, აბანოთუბანში კომპანიის კუთვნილი მშენებარე ს

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

12 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში გაგრძელდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფიზიკური დაპირისპირება იყო გედევან ფოფხაძესა და დაჩი ბერ