უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივლისი, 2017 18:30
font-size

ადრე უფრო დაბალი მონაცემების მქონე კანდიდატურაზე იყო თანხმობა - გია ვოლსკი საქართველოს სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების დაწუნებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების დაწუნება ევროსასამართლოს მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრებითაა განპირობებული.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, ვოლსკის თქმით, მესამე სექტორი ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„როგორც ჩანს, ბოლო დროს ევროსაბჭო უფრო მაღალ სტანდარტებს იყენებს სასამართლოს კანდიდატების შერჩევისას, ვიდრე ეს ადრე იყო. მე არ მაქვს პასუხი, თუ რატომ ეთქვათ უარი ამ მონაცემების კანდიდატებს, როდესაც ადრე უფრო დაბალი მონაცემების მქონე კანდიდატურაზე იყო თანხმობა. არასამთავრობოების მოთხოვნა უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, მაგრამ ხშირია, როცა მათი დამოკიდებულება არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ამიტომ ეს საკითხი სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი და განხილული“, - განაცხადა პარლამენტარმა.

შეგახსენებთ, 25 ივლისს გახდა ცნობილი, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან მხოლოდ ლადო ჭანტურიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ჭანტურია შემდეგ ეტაპზე გადავიდა, რომლიც ამა წლის შემოდგომაზე გაიმართება.

რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს: სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს, მათ არასაკმარისი გამოცდილების გამო დაიწუნეს. ამის გამო საქართველოს მასშტაბით მოსამრთლეთა შესარჩევად მესამედ გამოცხადდება კონკურსი, რომელზე საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 25 აგვისტო.

ანა მებურიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

20 აპრილი, 2019 , 15:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

20 აპრილი, 2019 , 12:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირ

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20 აპრილი, 2019 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სერბეთის დელეგაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სერბეთის მთავარი მომლაპ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019