მსოფლიო
ადრე უნდა გეფიქრათ ამაზე - ვლადიმირ პუტინი
„ყველაფერი რაც ხდება ესპანეთში, კატალონიის რეფერენდუმთან დაკავშირებით – ქვეყნის შიდა საქმეა და აქ დემოკრატიული პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო კლუბ „ვალდაიში“ გამოსვლის დროს განაცხადა.
ამასთან, პუტინის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის კოსოვოს გამოყოფის მხარდაჭერამ გამოიწვია სეპარატისტული ტენდენციები.
„კატალონიის ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ დავინახეთ ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის მომხრეთა დაგმობა. იცით, ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია, არ აღვნიშნო: უფრო ადრე უნდა გეფიქრათ ამაზე. არავინ იცოდით არსებული უთანხმოების შესახებ? თავის დროზე, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ კოსოვოს გამოყოფის მხარდაჭერამ გამოიწვია სეპარატისტული ტენდენციები, რასაც შედეგად კატალონიაში შექმნილი ვითარება მოჰყვა“,–განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მონიკა დავლიანიძე