უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 თებერვალი, 2018 16:50
font-size

ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ

ადვოკატების ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნა ადვოკატებმა დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგზე გაახმოვანეს.

მათი განცხადებით, მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ გაკეთებული განცხადებები საგამოძიებო ორგანომ უნდა შეისწავლოს.

ადვოკატები მოსამართლის მხარდასაჭერ აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

"შიგნით რა დაპირისპირებაა არ ვიცით, თუმცა როცა მოქმედი მოსამართლე ზეწოლაზე საუბრობს აუცილებელია ფაქტი გამოიძიონ. ასევე აუცილებელია პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ის, რაზეც ირაკლი შავაძემ ისაუბრა, ქართულ მართლმსაჯულებას ჩრდილქვეშ აყენებს. გამორიცხული არ არის გადაწყვეტილებებს პირადი ინტერესებით იღებდნენ. ირაკლი შავაძე არის თავის საქმის პროფესიონალი. ჩვენ მოვითხოვთ მოსამართლის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას, გამოძიების დასრულებამდე კი უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება დავით მამისეიშვილს", - აცხადებს ადვოკატი ირმა ზოიძე.

ცნობისათვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თავმჯდომარესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო დევნიდნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

რუსეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით აღმოუჩინეს

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,819 ლარის ღირებულების არადეკლარ

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში და წალენჯიხის რაიო

პოლიციამ 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დ

ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

21 ოქტომბერი, 2019 , 19:58

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ერთი კვირის განმავლობაში სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნ

20 ივნისის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

21 ოქტომბერი, 2019 , 15:10

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე ცოტნიაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუ