უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ოქტომბერი, 2018 15:55
font-size

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია დიმიტრი ქუმსიშვილის ინტერესებს აღარ დაიცავს

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილის ინტერესებს აღარ დაიცავს.

როგორც გაბუნია განმარტავს, მასსა და კლიენტს შორის, მხარეთა შეუთანხმებლობის გამო ხელშეკრულება დაახლოებით ორი კვირის წინ შეწყდა.

„ვადასტურებ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემსა და დიმიტრი ქუმსიშვილს შორის ხელშეკრულება შეწყდა. ესაა კლასიკური მაგალითი მხარეთა შეუთანხმებლობის. ამაზე მეტს ვერ გეტყვით კონფიდენციალობიდან გამომდინარე. ვალდებული ვარ, გითხრათ – დღესაც მიმაჩნია, რომ ქუმსიშვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა ყველა საქმეზე, რომელშიც ფიგურირებდა, მათ შორის, „ომეგას“ საქმეზე.

იურიდიული კონსულტაციები გავლილი გვქონდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ჩვენ შორის მოხდა შეუთანხმებლობა. ჩემი ინიციატივით შევწყვიტეთ ხელშეკრულება. დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით და საქმიან ნაწილზე ყველანაირად შეჯერებულები ვიყავით, თუმცა გარკვეული შეუთანხმებლობის გამო, თანამშრომლობა შევწყვიტეთ“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „სერგო თეთრაძის საქმეზე“ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი სერ

პროკურატურამ ორი პოლიტპატიმრის საქმე დაასრულა, 3 დაზარალებულ მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლება

იბერია ტვ-ს საქმეზე დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას მომდევნო სხდომაზე დაასრულებს

14 ნოემბერი, 2018 , 13:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. საქალაქო სასამართლოში გუშინ საღამოს გამართულ ს

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებული ა.შ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოშ

უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.კ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს მთავარი პროკურატუ

ორი ტრანსგენდერის მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბ