უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 თებერვალი, 2018 10:40
font-size

ადვოკატის ინფორმაციით, თავდამსხმელი არის დაქირავებული ქილერი, რომელსაც დოდო გუგეშაშვილი მანამდეც იცნობდა

დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელს, რომელმაც დოდო გუგეშაშვილი დაჭრა და მისი შვილი მოკლა, ოჯახი იცნობდა და მათ საქმიანი შეხვედრებიც ჰქონდათ.

ნიკოლაიშვილი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ დაკითხვაზე გუგეშაშვილმა გაიხსენა, რომ თავდამსხმელს კარი თავად გაუღო.

ადვოკატის განმარტებით, თავდამსხმელი არის დაქირავებული ქილერი, რომელსაც დოდო გუგეშაშვილი მანამდეც იცნობდა, თუმცა არა როგორც ქილერს, არამედ როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს.

„დოდო გუგეშაშვილმა აღწერა, რაც მოხდა, ამიტომ მე მხოლოდ ფაქტებს გეტყვით. როდესაც ის მკვლელი მივიდა სახლში, ჩვეულებრივად შევიდა, ასევე ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა, დოდოს შვილს ეძინა, ეს იყო დილის დაახლოებით 10:00 საათი. ამ საუბრის შემდეგ დოდო გადის სამზარეულოს გავლით, საწოლ ოთახში, საწოლი ოთახიდან იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და ამ დროს მას ხვდება შემართული პისტოლეტით ეს ადამიანი, რომელსაც გაკვირვებული დოდო ეუბნება, რას შვრები შე გარეწაროო. ამ დროს ის ისვრის და დოდომ სკამის სროლა მოასწრო. როგორც ჩანს ის გადაარჩინა იმან, რომ როგორც გამომძიებლები ამბობენ, სამი ე.წ. ასეჩკა მისცა. ამას ტყვიების ანალიზით ადგენენ. ამ დროს კი დოდო ყვირის - ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია. მას ჰგონია, რომ ნოდარი გარეთ არის გაქცეული და ეს დაჭრილი გამორბის გარეთ“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისათვის, დოდო გუგეშაშვილი გუშინ საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში დაკითხეს. ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.

ინციდენტი გუგეშაშვილის ბინაში, 7 თებერვალს მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ნინო ექვთიმიშვილი

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი