უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მაისი, 2018 16:10
font-size

ადვოკატთა ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ადვოკატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ადვოკატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და პროკურატურას საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა, საუბარია ფინანსური პოლიციის გამომძიებელ ჟიული ტაბაღუას მხრიდან ადვოკატების მოწმედ დაბარებაზე იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც საადვოკატო საქმიანობას თავად ახორციელებენ.

მისივე ინფორმაციით, ადვოკატების ლიკა ბითაძისა და ფიქრია მახარაძის წინააღმდეგ გამომძიებელი ჟიული ტაბაღუა მათ კლიენტებს იყენებს.

ადვოკატთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოქმედ იმ საქმეზე, რომელზეც ის მონაწილეობდა როგორც ადვოკატი.

,,აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადვოკატის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, მათზე გარკვეულწილად ზეწოლის განხორციელების მცდელობას. ამასთან, რა თქმა უნდა, სრულად მიუღებელია, როდესაც ადვოკატის დაკითხვას ითხოვს საგამოძიებო ორგანო იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევის მცდელობა რაც არის საფუძველთა-საფუძველი ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის და მისი ნდობის. შესაბამისად, კლიენტებზე განხორციელებული ზეწოლა, მათი დამუშავება, რომ მოხდეს ადვოკატის დისკრედიტაცია და ადვოკატების წინააღმდეგ ჩვენებების მიღება არის სრულიად წარმოუდგენელი დარღვევა, რომელიც ხელს უშლის ადვოკატს განახორციელოს მისი პირდაპირი ფუნქცია. ეს არის ადვოკატის ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა. ჩვენ ველოდებით სწრაფ რეაგირებას საქართველოს მთავარი პროკურატურისგან,“ - განაცხადა ასათიანმა.

დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ თავად ადვოკატები - ლიკა ბითაძე და ფიქრია მახარაძე.

როგორც ფიქრია მახარაძემ აღნიშნა, მის კლიენტს, რომელმაც გამოძიებას სადავო დოკუმენტაცია წარუდგინა, ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა, ურჩია ყალბი დოკუმენტების წარდგენის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, დოკუმენტების გაყალბება ადვოკატებისთვის დაებრალებინა.

,,კლიენტს უნდოდა თავიდან აეცილებინა აღნიშნული ქვითრების სიყალბის ბრალდება. გამოსავალი რომ თავად ვერ იპოვა, გამომძიებელმა შესთავაზა ეს გამოსავალი. არაფერი იყო მისი მხრიდან ჩვენების შეცვლა და თქმა, რომ ის ორი ქვითარი არ მოუტანია, რომელზეც თავდაპირველად ჩვენებაში დააფიქსირა, რომ თავად მოიტანა. გამოძიებას სიყალბის ფაქტი დადასტურებული აქვს, ამიტომ უნდა ადვოკატების მიმართ საქმე აღძრას“, - განაცხადა ფიქრია მახარაძემ.

თავის მხრივ, როგორც ლიკა ბითაძემ განაცხადა, მას საკუთარი კლიენტი მამუკა თათარაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ გამომძიებელი მასზე ზეწოლას ახდენდა და მოუწოდებდა ადვოკატების გარეშე შეხვედრისკენ.

,,მამუკა თათარაშვილი დამიკავშირდა სრული აღშფოთებით, რომ გამომძიებელმა ჟიული ტაბაღუამ დაურეკა მას და ცდილობდა ზეწოლას და ასევე ადვოკატების წინააღმდეგ ეწეოდა პროპაგანდას, რომ არა ვართ ჩვენ სანდოები. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში მსგავსი რამ არ მსმენია, რომ მომხდარიყოს გამომძიებლის მხრიდან მოწმის დაბარება ამ კუთხით. ეჭვი მაქვს, ეს არის პირდაპირი ინტერესი ადვოკატების მიმართ. ამას ასე ნამდვილად არ დავტოვებთ. აუცილებლად საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანთ და უკვე ევროსაბჭოში იქნება განხილული ეს თემა“, - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებული ა.შ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოშ

უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.კ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს მთავარი პროკურატუ

ორი ტრანსგენდერის მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბ

ირაკლი ფირცხალავა კლინიკაში გადაიყვანეს

13 ნოემბერი, 2018 , 13:00

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ოპერაციის ჩატარების მიზნით სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ფირცხლავას გადაყვანა მისი

თბილისში ტაქსის მძღოლის ავტომობილი კლიენტმა გაიტაცა

13 ნოემბერი, 2018 , 11:20

თბილისში ტაქსის მძღოლის ავტომობილი კლიენტმა გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მფლობელს კლიენტმა საჭესთან დაჯდომა სთხოვა. „ვტაქსაობდი და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვ

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დად