უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 თებერვალი, 2019 14:10
font-size

ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და თავმჯდომარის მიმართ.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სახელით განცხადება ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა წევრმა ციცინო ცხვედიანმა გააცნო.

მისი თქმით, ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ადვოკატებსა და მოსამართლეებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. ცხვედიანის განმარტებით, ადვოკატები და მოსამართლეები არიან სასამართლო სისტემის ერთიანი რგოლი. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, რომ მათ მიმართ პატივისცემას ჰქონდეს ადგილი.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებამ მიიღო რეზოლუცია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად მიიღო, რასაც წინ უძღვოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების პროცესის ძალზედ დაჩქარებული და არაგამჭვირვალე წესით წარმართვა. ადვოკატურას, როგორც მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ინსტიტუტს, აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე და სანდო ინსტიტუტი, რადგან ნდობაშელახული სასამართლო სისტემა, მათ შორის, აკნინებს ადვოკატის როლს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

სწორედ ამიტომ, აღმასრულებელი საბჭოს წევრთა ერთობლივი მოთხოვნით საკითხი განსახილველად წარედგინა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელსაც ესწრებოდა 400-ზე მეტი ადვოკატი. ხაზს ვუსვამთ, რომ საერთო კრებაზე გამართული აქტიური განხილვის შედეგად თითქმის ერთხმად (1 წინააღმდეგი, 1 თავის შეკავება) მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ეთიკური სტანდარტების დაცვითა და კონსტრუქციული ფორმით აღწერს სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილ ვითარებას და მიმართავს პარლამენტს კრიზისის დაძლევის კონკრეტული ინიციატივებით.

უაღრესად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საერთო კრების მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ მოსამართლე წევრთა მხრიდან მოჰყვა მოსამართლის საპატიო სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები - ძალზედ აგრესიული და არაეთიკური გამონათქვამებით თავდასხმა როგორც ასოციაციაზე, ასევე მის თავმჯდომარეზე.

მხოლოდ რამდენიმე ასეთი გამონათქვამის ციტირებაც ცხადყოფს შემნილი სურათის სიმძიმეს.

მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ წევრთა საჯარო განცხადებები მოიცავს შემდეგ არაკორექტულ გამონათქვამებს:

„...კრიზისი თქვენკენ მოიკითხეთ, მთელი ასოციაცია ნაღმზე რომ დგას, დღეს თუ ხვალ იფეთქებს და დაიშლება“;

„...დარწუნებული ხართ თქვენ და ასათიანი, რომ 5000 ადვოკატს სრულად აკონტროლებთ?“;

„...მით უარესი თქვენთვის, თუ მაგ „რეზოლუციის“ შექმნაში თქვენ და სხვა ადვოკატებსაც გაქვთ მონაწილეობა მიღებული“.

ასევე, საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრი აპელირებს არჩევნებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეზე და ახსენებს ასოციაციის თავმჯდომარეს სასამართლოს მიერ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. მსგავსი განცხადებები მაღალი სამოსამართლო თანამდებობის მქონე პირის მხრიდან სრულიად გაუმართლებელია და ბუნებრივად აჩენს საფუძვლიან ეჭვს ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო საქმის ობიექტურად განხილვასთან დაკავშირებით.

ამასთან, აშკარად არაეთიკური, გაუმართლებელი და არაკოლეგიალურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრის მიერ ისეთი გამონათქვამებით საუბარი, როგორიცაა: „ფარისეველი“, „სამარცხვინო მედროვე“, „უსინდისო“, „პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი“ და სხვა.

ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მმართველ რგოლში შექმნილია კრიზისი, რაც ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ მოსამართლე წევრთა მხრიდან არაეთიკურ და აგრესიულ საჯარო განცხადებებში. უფრო მეტად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაუფარავად ავლენენ ბრაზს და აგრესიას ადვოკატთა კორპუსის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების მიუკერძოებელ და ხარისხიან განხორციელებას.

მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდოს თავის წევრებს თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ასოციაციის წევრებისა და თავმჯდომარის მიმართ, რადგან მსგავსი ქმედებები ლახავს და აზიანებს მთლიანად სასამართლო სისტემის რეპუტაციასა და მართლმსაჯულების სანდოობის ინტერესებს", - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი