უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 დეკემბერი, 2017 15:38
font-size

ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაჩენილი ხანძარის შედეგად განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი - დავით ასათიანი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ასოციაციის ოფისში გაჩენილი ხანძარის შედეგად განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი და ზოგიერთი მიმდინარე კორესპონდენცია, ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია.

მისივე ინფორმაციით, ასევე სრულადაა გადარჩენილი ეთიკის კომისიის დოკუმენტები და ფინანსური დოკუმენტაცია.

ასათაინის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

„ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ ყველა სერვისის მიწოდებას“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ადვოკატთა ასოციაციის ოფისის სხვენში არსებული 4 ოთახი დაიწვა. ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარი ორსართულიანი ძველი შენობის მანსარდაში იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნინო ექვთიმიშვილი

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

10 აპრილი, 2021 , 10:40

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი

უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები

9 აპრილი, 2021 , 14:40

„საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს, რის გამოც მოითხოვენ, „ხელისუფლება

ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე

9 აპრილი, 2021 , 14:40

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება. ამის შესახებ მან „ევროპის მოედანზე“ განაცხადა, სადაც მოქალაქეთა შეკრება იმართება. „ყელა ვხედავთ, რომ შეტევა

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 , 12:45

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. "9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, თუ ჩვენ პატივს ვც

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი

9 აპრილი, 2021 , 12:32

ვფიქრობ, რომ ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, როემლიც გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62

9 აპრილი, 2021 , 11:20

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში – 91, აჭარაში – 62, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გ