უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2018 16:20
font-size

ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 - 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ევროპის საბჭოსა (CoE) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიება გახსნეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოში ევროკავშრის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის პროგრამის კოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის ექსპერტების მიერ, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.

ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს ადვოკატის პროფესიისა და ასოციაციის საქმიანობის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის განხორციელების შედეგად, ასოციაცია გადავა ინსტიტუციური განვითარების თვისობრივად ახალ საფეხურზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და საქმიანობის ხარისხსს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში.

შემაშფოთებელია კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები - საია

19 მაისი, 2019 , 15:04

ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 14:00 საათისთვის დამკვირ

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

19 მაისი, 2019 , 09:05

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანი ხმის მიცემის უფლების გარ

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

18 მაისი, 2019 , 17:45

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ აქ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვხვდები თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს. ვფიქრობ, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგება“, - ამ სიტყვებით, ქართულ ენაზე მ

ცესკო-ში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

18 მაისი, 2019 , 16:58

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის

თბილისსა და 30-ზე მეტ ქალაქში, კოსტიუმირებული დღესასწაული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისი, 2019 , 11:25

ღია ცის ქვეშ გაცოცხლებული მუზეუმის იდეის ფარგლებში, 18 მაისს, მთელს საქართველოში კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაული, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. სამოსის დღე უკვე ოთხი წელია მთელი საქართველოს მასშტაბებით იმ

ადვოკატთა ასოციაცია მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს

18 მაისი, 2019 , 10:23

18 მაისს, თბილისში, ადვოკატთა ასოციაცია ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე უფასო იურიდიული კონს