უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ივნისი, 2017 17:15
font-size

ადვოკატთა პროფკავშირი ახალი საკანონმდელო წინადადებით გამოდის

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარისა და უფლებადამცველის, გიორგი თევზაძის განცხადებით, ადვოკატთა პროფკავშირი ახალი საკანონმდებლო წინადადებით გამოდის.

გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია:

„მთელ რიგ ადმინისტრაციულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა არასახარბიელო ვითარებას გვიჩვენებს, რადგან მთელ რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციულ ორგანო რეაგირების გარეშე ტოვებს დაინტერსებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებას, ის რომ განმცხადებლის წარმდგენი პირისათვის უცნობი რჩება ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პოზიცია განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაცუილი ორგანოს მიერ განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება განიხილება უარად განცხადების დაკმაყოფილებაზე და განმცხადებლის უფლების დაცვის ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში დაინტერსებული პირი მოქმედებს ისე. რომ არც კი იცის რა საფუძვლით და დასაბუთებით ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული დაწესებულებები, რომლებიც ფუნქციორებენ სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე “ და სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც ხელფას იღებენ გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხებით, ვალდებული არიან მოქალაქეთა განცხადებებზე დააფიქსირონ დასაბუთებული პოზიცია. ამ ვითარების შეცვლის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების თაობაზე მომზადებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება განხილული უნდა იქნას, განცხადების დაკმაყოფილებად. ამ ინიციატივის ერთ–ერთი მიზეზს ასევე წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოებას ცოდნის არასახარბიელო მდგომარეობა. საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ განცხადებაზე ერთი თვის ვადაში პასუხის გაუცემლობა უკვე განიხილება უარად და განმცხადებელი ვალდებულია მომდევნო ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს ეს უარი. ამ ვადის გასვლის შემდგომ უფლების დაცვა შეუძლებელი გახდება. საზოგადოება არ არის ინფორმირებული ამ ვალდებულებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება. ეს ინიციატივა წაახალისებს სახელმწიფო უწყებების ჯეროვან და კვალიფიციურ მუშაობას, ასევე განტვირთავს სასამართლო ორგანოებს პრობლემური ადმინისტრაციული დავებისგან. ამ საკონონდებლო წინადადებით მივმართავთ საქართველოს და პარლამეტს.“

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი