უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 მარტი, 2018 16:50
font-size

აფბა დიმიტრი ქუმსიშვილს: მთავრობამ გზების მშენებლობიდან 32 მილიონის ეკონომიაზე განცხადება უნდა გააკეთოს

საგზაო დეპარტამენტის საქმიანობისა და მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების კვლევის ფარგლებში, აფბას ანალიტიკოსებმა აქამდე გაუხმაურებელი ფაქტების მოპოვება შეძლეს.

როგორც აფბა-ს განცხადებაშია აღნიშნული, გზების დეპარტამენტის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე მაგისტრალის მე-2 ლოტზე საქართველოს ხელისუფლებამ 32,4 მილიონი ლარი დაზოგა.

,,საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია, რომ ამ მაგისტრალის მშენებლობის დასაწყისში და სამუშაო პროცესში უხეშად მოხდა საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ეკონომიკის მინისტრის შესაბამისი ბრძანების დარღვევა.

მშენებლობა, ფაქტობრივად, უნებართვო და უკანონო სტატუსს ატარებს. ჩინური კომპანიების ,,სინოჰოდრო“-სა და ,,რკინიგზა 23“-ის სამშენებლო ლოტებზე ჩატეხილია ან წყალში იძირება ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები, რაც არაერთგზის დავადასტურეთ ვიდეო და ფოტო მასალების გამოქვეყნებით.

ჩინური კომპანიების მიერ გზების პროექტის უნებართვო ცვლილების გამო, რომელსაც არც სამხარაულის ექსპერტიზა გაუვლია და არც ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში წარუდგენიათ გზების დეპარტამენტის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება, საფრთხის ქვეშ დგას საერთაშორისო მაგისტრალის დროულად და ხარისხიანად დასრულების საკითხი.

ამასთან, ჩვენ გაკვირვებას და გონივრულ ეჭვებს იწვევს ის ფაქტი, რომ პროექტის ცვლილების შემდეგ, 2016 წლიდან დღემდე, გზების დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროექტის წარდგენისას და შემდგომშიც, მედიასთან საუბრისას, ოფიციალურ პრეს-რელიზებში თუ ვიდეოსიჟეტებში ასახელებენ სატენდერო ფასებს და არა შეცვლილი, ანუ რეალურად განხორცილების პროცესში მყოფი პროექტის ფასს.

ჩვენი სიტყვების დასადასტურებლად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 ლოტის პროექტზე საუბრისას, რომელსაც ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ აშენებს, ყველა ოფიციალურ განცხადებაში ფიგურირებს თანხა 253 მილიონი ლარი. არადა, სხვაობამ თავდაპირველ და ამჟამინდელ პროექტს შორის 32,4 მილიონი ლარი შეადგინა და ამ მონაკვეთის მშენებლობა თურმე 220 მილიონი ლარი ჯდება.

ამიტომ გაუგებარია, თუ რატომ არ გაცხადდა ეს ფაქტი და რატომ დაიმალა, ან მიიჩქმალა 32 მილიონიანი ეკონომია.

მივმართავთ, ეკონომიკის მინისტრს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობის დანაზოგის შესახებ და განუმარტოს მოსახლეობას სად და როგორ დაიხარჯება ევროპის საინვესტიციო ბანკიდან კრედიტად აღებული მრავალი ათეული მილიონი ლარი“, - ნათქვამია აფბა-ს განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი