უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
სამართალი
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღონისძიების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნაკორეალიზატორი - თეიმურაზ კუპატაძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება და სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნაკორეალიზატორი.
მისივე ინფორმაციით, ფონიჭალაში დაკავებულია ექვსი რეალიზატორი.
„სხვადასხვა დიდ ქალაქში გრძელდება ღონისძიებები და დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით. ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო და ვიდეოს სახით. დაკავებულებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები, არასრულწლოვნები ამ ეტაპზე არ არიან დაკავებულებს შორის. როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.