უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივნისი, 2017 15:20
font-size

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში რომელიმე ქართველი ჩინოვნიკის ბიზნესინტერესებზე გაიცვალა - კახა კუკავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს გამოეხმაურა. მისი ვარაუდით, მუხთარლი საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის ბიზნესკავშირის მსხვერპლი გახდა.

„საქართველოს კორუმპირებული მთავრობა, წინაცა და დღევანდელიც, ბაქოში აკეთებს ძალიან დიდ ფულს. მათ აქვთ ბიზნესკავშირები, იქიდან მომავალ ტვირთებზე ტარიფების დაწესება და ასე შემდეგ.

სავარაუდოდ, მუხთარლის ის ექსტრადიცია გაიცვალა იმაში, რომ რომელიღაც ქართველმა, დამპალმა კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა და მისმა ბისნესმა მიიღო ბაქოში გარკვეული პრივილეგია ხელი ხელს ჰბანს პრინციპით. ამაში ორი აზრი არაა!“, - განუცხადა კუკავამ „ახალ თაობას“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა.

31 მაისს მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ