უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 თებერვალი, 2018 13:00
font-size

აფგან მუხთარლი ქართული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო ციხეში დაგეგმილზე ადრე მიაბრუნეს - ხადიჯა ისმაილოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, მისი კოლეგა აფგან მუხთარლი რუსთავი 2-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო ციხეში დაგეგმილზე ადრე მიაბრუნეს.

„აფგან მუხთარლი მოულოდნელად ციხეში მიაბრუნეს ქართული და აზერბაიჯანული მედიისთვის მიცემული ინტერვიუების გამო. რუსთავი 2-თან მან ისაუბრა ყველაფერზე: ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესზე, როგორ გაიტაცეს საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა (რაც ნიშნავს, რომ საქართველოს შს მინისტრი იყო ჩართული გატაცების ოპერაციაში) და მან განაცხადა, რომ მის გატაცებას აკონტროლებდა საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს პროკურატურამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ აზერბაიჯანული ხელისუფლება აფგანის ინტერვიუს ხელმისაწვდომს არ ხდის. ჩვენ ეს მოვახერხეთ თქვენთვის. და ეს ინტერვიუები უნდა იყოს აღიარებული აფგანის მიერ მიცემულ ჩვენებად. ჩვენ არ გვსმენია საქართველოს პარლამენტისგან აფგანის მიმართვაზე საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებდა. ეს იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფო უწყებებმა დამალეს და გააყალბეს ფაქტები, გარდა ამისა უმაღლესი ოფიციალური პირები იყვნენ ჩართული გატაცებაში. ორივე, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები არიან პასუხისმგებლები აფგანის გატაცებაში. რამდენ ხანს გაგრძელდება ორივე მთავრობის მიერ სირაქლემებივით სილაში თავის მალვა?“, - დაწერა ისმაილოვამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, მუხთარლი 2 დღით გაუშვეს ზაქათალაში, რათა ის დასწრებოდა მისი დის, დისშვილისა და ძმისშვილის ორმოცს.

აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა, შემდგომ გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკეს. ბელაქნის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი