სამართალი
აფგან მუხტარლის ადვოკატმა ჭონქაძის ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღების მოთხოვნით შესაბამის უწყებას მიმართა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, სამართალდამცავ ორგანოს მიმართა, რომ ჭონქაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი იყოს ამოღებული.
როგორც ჩოფიკაშვილმა მედიას განუცხადა, მუხტარლი სწორედ ჭონქაძის ქუჩიდან იყო გატაცებული.
„ბატონი აფგანი, მგზავრობდა სამარშუტო ტაქსით. მივიდა ჭონქაძის ქუჩაზე. ორმა ქართულად მოსაუბრე ადამიანმა მას შეუკრა ხელები, იძულებით, ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, ჩამოაცვეს თავში ტომარა და გაიტაცეს „ოპელის“ მარკის ავტომობილით. ასევე, ჩვენ მივუთითეთ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს, რომ ამ ტერიტორიაზე არაერთი სათვალთალო ვიდეო კამერაა დამონტაჟებული.
ამ ვიდეო კამერების ნახვის და გაანალიზების შემთხვევაში, ძალიან მარტივად გახდება ცნობილი და იდენტიფიცირებული ის ადამიანები, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაული“,-განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე