უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მაისი, 2018 17:50
font-size

აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან ერთი წლის თავზე მხარდამჭერი აქცია გამართება

ხვალ, 29 მაისს, 17:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერ აქციას პარლამენტის შენობის წინ (რუსთაველის გამზირი N8) გამართავენ.

,,29 მაისს ზუსტად ერთი წელი სრულდება თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტის და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებიდან.

სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე.

დაგეგმილი საპროტესტო აქცია დასტურია იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და მათ დასაცავად ერთიანდება.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქმის ეფექტურ გამოძიებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საკვანძო სიტყვები:

საია უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას

29 მაისი, 2020 , 20:25

საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშნასთან დაკავშირებით და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

29 მაისი, 2020 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე . "1921

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა

29 მაისი, 2020 , 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:32

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყ

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი