უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივლისი, 2017 17:10
font-size

აფგან მუხთარლის მეუღლემ და უფლებადამცველებმა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ და უფლებადამცველებმა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართეს. აქცია აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღეს მიეძღვნა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

„დღეს ჩვენ მოვითხოვთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც სიტყვისა და მედიის თავისუფლების დონე ძალიან დაბალია. დღეს აზერბაიჯანში მედიის ნაწილი გაჩუმებულია პრეზიდენტის ფონდიდან დახმარების მიღების გამო, ზოგიერთ ჟურნალისტს ბინებს გადასცემენ და ამით მათ მოსყიდვას სცდილობენ. ხოლო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მოსყიდვაზე უარს ამბობენ და თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ, აპატიმრებენ. ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისში იყო გატაცებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აფგან მუხთარლი არ არის ერთადერთი ასეთი ჟურნალისტი.

„ათეულობით ჟურნალისტია აზერბაიჯანში დაპატიმრებული. ჩვენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტის გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 18:23

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია“ და განახლებული &bd

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 16:15

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ  საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა,  რომლითაც  ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნოს. ამისთვის სა

სტუ-ში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღ

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიის სასტუმროს მსოფლიო ბრენდის სტატუსი მიენიჭება

12 ნოემბერი, 2019 , 14:40

მსოფლიო ბრენდი WYNDHAM-ი საქართველოში მუშაობას აფართოებს.  13 ნოემბერს, 19:00 საათზე ხელი მოეწერება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრ კომპანია MCI-სთან ძველ თბილისში, აბანოთუბანში კომპანიის კუთვნილი მშენებარე ს

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

12 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში გაგრძელდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფიზიკური დაპირისპირება იყო გედევან ფოფხაძესა და დაჩი ბერ