უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივნისი, 2017 14:25
font-size

აფგან მუხთარლის მხარდამჭერები აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

დღეს თბილისის პარლამენტთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინიციატივით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სოლიდარობის აქციაზე მონაწილეობდნენ როგორც მედიის წარმოამდგენლები და მესამე სექტორი, ასევე მუხთარლის მეუღლე, ლეილა ისმაილოვამ.

მათ პარლამენტში განცხადება შეიტანეს, რომლის მიხედვით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს, ასევე მათთან შეხვედრისკენ მოუწოდეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს სოფიო კილაძეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, გაირკვას, როგორ აღმოჩნდა აფგან მუხთარლი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ გადასცა აზერბაიჯანს მუხთარლი. დეპუტატის განცხადებით, ამ ფაქტის გამო მაღალი თანამდებობის პირებს პოსტიდან გადადგომა მოუწევთ.

„ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები დაეხმარნენ აზერბაიჯანს ამ კაცის გატაცებაში და დასაკლავი კრავივით წაიყვანეს საწამებლად და გადასცეს მათ. ამაში მე ეჭვი არ მეპარება.

ხელისუფლება ბოდავს და ერთიმეორისგან გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. სესიაშვილის განცხადება ინდურ სცენარს ჰგავს. მღებრიშვილის განცხადება აზერბაიჯანული პრესის მიმოხილვა იყო, ხოლო „სნეგურაჩკა“ კაცზე კი, საუბარი საერთოდ აღარ ღირს. ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება, ჯეჯელავასა და ყველა ძალოვანს თანამდებობის დატოვება, ვინც ამაში ჩართული იყო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მესამე დღეა მიმდინარეობს. აქციები გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციისა და სუს-ის შენობებთან.

ანა მებურიშვილი

რევაზ სოხაძის ინიციატივით კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება

20 თებერვალი, 2019 , 15:40

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციტივით, კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრო რაიონში მდებარე სკვერში 100 ძირი

საქართველოს გენერალური პროკურორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

20 თებერვალი, 2019 , 15:29

საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, შალვა თადუმაძემ და დავით ასათიანმა გენერალურ პ

პარკირების საათობრივი გადასახადი, საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან ამოქმედდება

20 თებერვალი, 2019 , 14:44

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღ

ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინეს

20 თებერვალი, 2019 , 14:10

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთა

2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში

20 თებერვალი, 2019 , 14:00

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ახალი ფუნქცია, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ჩვენ ნაწილში, მშ

უწყებებში, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიზნესთან, უნდა დაინერგოს ან გააძლიერდეს მედიაცია - ირაკლი ლექვინაძე

20 თებერვალი, 2019 , 13:30

„დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კერძო სექტორი სვამს საქართველოს ბიზნეს გარემოსთან მიმართებაში არის დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა. ამ გამოწვევის პასუხია არბიტრაჟის ჩამოყალიბება და მედიაციის, როგორც