უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივნისი, 2017 17:40
font-size

აფგან მუხთარლის ოჯახს დაცვა დაენიშნა - არჩილ ჩოფიკაშვილი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილს დაცვა დაენიშნათ. ამის შესახებ ჟურნალისტის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განცხადა „ტვ პირველის“ ეთერში.

როგორც ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, დაცვის დანიშვნის მოთხოვნით ისინი შსს-ს 30 მაისს მიმართეს.
„ჩვენ პირველივე დღეს, 30 მაისს, ვთხოვეთ პოლიციას, გამოძიებას, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები ყოფილიყო გატარებული. სამწუხაროდ, ამას დრო დასჭირდა. დღეს დადასტურებით გვითხრეს, რომ გადაწყვეტილია საკითხი და ქალბათონ ლეილასა და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნება დაცვის სპეციალური ღონისძიება და იქნებიან ისინი დაცული ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“, - თქვა ჩოფიკაშვილმა.

ჩოფიკაშვილის თქმით, ისინი ასევე ითხოვენ, დაცვა დაენიშნოს მუხთარლის ორ მეგობარს.
ადვოკატის განცხადებით, პოლიცია დაპირდა, რომ დღესვე ამოიღებს ვიდეოჩანაწერებს შემთხვევის ადგილიდან.

„გვითხრეს, რომ დღეს დაიწყება ვიდეოჩანაწერების ამოღების უშუალო პროცესი, თუმცა გასულია უკვე ერთი კვირა გატაცებიდან. ერთი კვირის განმავლობაში იმის მაგივრად, რომ ოპერატიულად ყოფილიყო ეს ვიდეოები ამოღებული, გაანალიზებული და ცხელ კვალზე მომხდარიყო დანაშაულის გახსნა, ამის ნაცვლად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროპარლამენტის განცხადებები გახდა საჭირო იმისათვის, რომ ელემენტარულად დაცვის სპეციალური ღონისძიებები ყოფილიყო გატარებული“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა.

31 მაისს მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

საია უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას

29 მაისი, 2020 , 20:25

საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშნასთან დაკავშირებით და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

29 მაისი, 2020 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე . "1921

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა

29 მაისი, 2020 , 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:32

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყ

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი