არქივი
პოლიტიკა


აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დააზინა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ისაუბრა სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის აზრით, ქვეყნის რეპუტაცია იმის გამოც ზარალდება, რომ ხელისუფლება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს არ პასუხობს.
„ცხადია, რომ ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა. ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, ადამიანებს იტაცებენ და ადამიანის უფლებები დაუცველია. ამასთანავე, ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რომლითაც სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს. დღეს ჩვენ ყველანი - ხელისუფლებაცა და საზოგადოებაც, ვიმყოფებით ამ შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომანტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის. ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“, - განაცხადა მიშველაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი
15 თებერვალი, 2019 , 16:40

პარლამენტის დელეგაცია ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება წამგებიანი პირობებით - ოთარ სირაძე
15 თებერვალი, 2019 , 13:35

იუსტიციის სამინისტროსა და „ევროჯასტს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება
15 თებერვალი, 2019 , 12:33

მაიკ პომპეომ დავით ზალკალიანთან საუბრისას მაღალი შეფასება მისცა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში მიღწეულ პროგრესს
14 თებერვალი, 2019 , 10:57

აუცილებლად გასაწერია ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა - მამუკა ბახტაძე
13 თებერვალი, 2019 , 15:40