მსოფლიო
აფგან მუხთარლის საქმეზე დაკითხულ ჟურნალისტს გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში დაკითხულ ჟურნალისტს სევინჯ ვაგიფგიზის, გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი დააწერინეს.
ამის შესახებ, ვაგიფგიზის ადვოკატმა შახლი გუმბატოვამ განაცხადა, - წერს Кавказский узел.
ამასთან, გუმბატოვამ დაკითხვის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ვაგიფგიზის დაკითხვაზე ისევ დაიბარებენ.
30 მაისს სევინჯ ვაგიფგიზი აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ სამმართვლოსთან დააკევს, იმ დროს როდესაც ის მუხთარლის საქმეზე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. ამავე დღეს იგი, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
გარდა ამისა, საქმეზე დაკითხვაზე, აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის „მუსავათის“ ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეები ისა გამბარი და არიფ გაჯილი, ასევე პარტიის საბჭოს თავმჯდომარე გიულაგა ასლანლი არიან დაბარებული.
გამოცემის ინფორმაციით, „მუსავათმა“ მუხთარლის დაკავებისთანავე განაცხადა, რომ არ სჯერა ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების და მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიან.
მონიკა დავლიანიძე