უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მაისი, 2017 18:45
font-size

აფგან მუხთარლისადმი ჩადენილი დანაშაული პირდაპირ ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს - ჯურნალისტის ადვოკატი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, რომ ჟურნალისტის საქმე სერიოზულად დააზინებს საქართველოს იმიჯს.

ჩოფიკასვილმა მოითხოვა, დაისაჯოს ყველა პირი, რომელიც მუხთარლის გატაცებაში იღებდა მონაწილეობას.

„ეს დანაშაული პირდაპირ ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს, საქართველოს ხელისუფლებას და ღირსების საქმეა, რომ დროულად და ეფექტურად მოხდეს ამ დანაშაული გამოძება, მოხდეს იდენტიფიცირება და სათანადო დასჯა იმ პირების, ვინც ეს უტიფარი დანაშაული დღისით-მზისით ქალაქის ცენტრში ჩაიდინა“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, „მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაუჩინარდა. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

ანა მებურიშვილი

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

8 აპრილი, 2020 , 19:22

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს. ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილ

ანიმაცია დაზოგვის თემაზე - ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად ყველაზე პატარებს საგანმანათლებლო ვიდეოს წარუდგენს

8 აპრილი, 2020 , 18:42

ყველაზე პატარებისთვის ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი, დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ფონდი კრი

საქართველოს ეროვნული ბანკი COVID-19-თან დაკავშირებით საგანგებო ღონისძიებებს განაგრძობს

8 აპრილი, 2020 , 17:47

საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19-ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძო

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩებიან

8 აპრილი, 2020 , 17:25

საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოებ

მთავრობას კარანტინის პროგრამისთვის 6 568 სასტუმრო ოთახი აქვს მობილიზებული - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 17:05

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, კარანტინში 4682 ადამიანი იმყოფება და ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში არიან განთავსებულები. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომ

გადაიყვანენ თუ არა გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს კარანტინში

8 აპრილი, 2020 , 16:05

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მათ კარანტინში გადაიყვანენ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`