უკან

კონფლიქტის ზონა

8 მაისი, 2017 17:15
font-size

აფხაზეთი და ოსეთი სხვა ქვეყანაა, სხვა ხალხია, საქართველომ ეს რეგიონები უნდა ჩამოიშოროს-იური ლუჟკოვი

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი მიიჩნევს, რომ საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა ჩამოიშოროს, რის შემდეგაც თავს უკეთესად იგრძნობს.

ამის შესახებ ლუჟკოვმა თბილისში მედიას განუცხადა.

ლუჟკოვის თქმით, საქართველოს საბაჟოზე მისი საბუთები წესის მიხედვით შემოწმდა, თუმცა მესაზღვრეებს მისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტუმრობის შესახებ, კითხვები არ დაუსვამთ.

„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვები არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო?! ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“,-განაცხადა ლუჟკოვმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო კუთხით, მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელებმა, მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით, ქართული ღვინისთვის. მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“,-განაცხადა იური ლუჟკოვმა.

იური ლუჟკოვი საქართველოში ოთხი დღის წინ მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა.

იური ლუჟკოვს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ აქვს დარღეული. იგი, ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენჯერმე არის ნამყოფი.

მონიკა დავლიანიძე

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა