უკან

კონფლიქტის ზონა

13 ნოემბერი, 2017 11:20
font-size

აფხაზეთის აღიარების შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს მხრიდან ზეწოლას განვიცდიდით, მოსყიდვის მცდელობაც იყო - ნაურუს პრეზიდენტი

ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბარონ ვაკას განცხადებით, მას შემდეგ რაც 2009 წლის დეკემბერში, ნაურუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, იგი საქართველოსა და აშშ-ს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა.

ამის შესახებ ბარონ ვაკამ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საგარეო საქეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

„რეალურად აღმოვჩნდით წნეხის ქვეშ საქართველოსა და აშშ-ს მხრიდან. იყო ქრთამის შემოთავაზების მცდელობაც, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ. სიტუაცია შანტაჟს გავდა“,-განმარტა ნაურუს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, როდესაც დაიწყო აღნიშნული მოვლენები მან საკუთარ მთავრობას აფხაზეთის წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენა.

„წარმოგიდგენიათ, რომ ერთ დილას გაიღვიძებთ და თქვენი პარტნიორები გეტყვიან, რომ თქვენზე უარს ამბობენ. მე ვიტყოდი, ეს ყველაზე საშინელი შეგრძნებაა, რომელიც შეიძლება ადამიანმა განიცადოს. ეს ღალატის შეგრძნებაა. ჩვენ დიდი გული გვაქვს და გავაგრძელებთ თქვენსავით ბრძოლას“,-აღნიშნა ბარონ ვაკამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერბეთის პატრიარქს შეხვდა - ოსური მედია

13 იანვარი, 2018 , 14:25

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ირინეოს შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა „რესს“ ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ აცნობა.   შეხვ

მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივების გარეშე, კვირიკაშვილის დასწრება ჟენევის მოლაპრაკებებში უშედეგო იქნება - ვიაჩესლავ ჩირიკბა

4 იანვარი, 2018 , 16:40

აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა. „ვფიქრობ, ჟენევის მოლაპ

რის საფუძველზე მოხდა ქართველი ტყვეების გადაცემა თბილისისთვის? - აფხაზური მხარის განმარტება

3 იანვარი, 2018 , 14:40

დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება და თბილისისთვის გადაცემის ფაქტი  ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. ამის გამო დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ჰაჯიმბას ადმინისტრაციამ მოსა

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ იონჩასთან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

30 დეკემბერი, 2017 , 13:10

ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მცხოვრები ზურაბ ჟღენტი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 64 წლის მამაკაცი

31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. საზღვარი დაიკეტება

30 დეკემბერი, 2017 , 11:24

31 დეკემბრიდან 2 იანვრის დილამდე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ,,საზღვარი“ დაიკეტება. შესაბამის ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. „ახალი წლის ღამეს, 31

ყველა შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა - ანატოლი ბიბილოვი

28 დეკემბერი, 2017 , 17:40

„ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთის მომავალი ყველა შემთხვევაში იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“, - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გან

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე