უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 თებერვალი, 2019 13:56
font-size

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.


პირველ სხდომაზე 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში სამმა უწყებამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა წარმოადგინა.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე ისაუბრა. პროექტების ძირითადი მიზანი სახალხო დიპლომატიის გაძლიერება, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება, დიალოგის გაღრმავება და მათ შორის ნდობის აღდგენა იყო.

მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო სტრუქტურის თანამშრომლების საქმიანობას და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებში მათ ჩართულობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით განხორციელებული პროგრამების შესახებ მოახსენა.

2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროს 4 მიზნობრივი პროგრამისა და მასში შემავალი 17 ქვეპროგრამის საშუალებით ბენეფიციარებმა 45 აუცილებელი სამედიცინო სერვისის მიღება შეძლეს. მათ შორის, ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები, ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორთოპედიული მომსახურება, სამკურნალო რეაბილიტაცია და აბილიტაცია, უშვილობის დიაგნოსტიკა და პრევენცია, მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევა, ლაბორატორიულ-მორფოლოგიური კვლევები, სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგული გამოკვლევები, კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფია, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების მიღმა დარჩენილი მომსახურებების სრულ დაფინასებას, ხოლო ჰოსპიტალური მომსახურების მიმართულებით - 1000 ლარის ოდენობით.

გასულ წელს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში თბილისის წამყვანი სამედიცინო კლინიკების სპეციალისტების მხარდაჭერით 13 გასვლითი ღონისძიება მოეწყო. საერთო ჯამში მომსახურება 1918 ბენეფიციარმა მიიღო და მათზე ექიმის დანიშნულებით 47 226 ლარის ღირებულების უფასო მედიკამენტი გაიცა.

პროგრამების ფარგლებში დახმარება გაეწია ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ 500-ზე მეტ მოქალაქეს, 75-მდე შშმ პირს, 120-ზე მეტი სოციალურად დაუცველ მოქალაქესა და 150-ზე მეტ ვეტერანს. სულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქმედი პროგრამებით 2018 წელს დახმარება გაეწია 3609 დევნილს.

2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით ამბულატორიული და ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ 2018 წელს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

2018 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 541 100 ლარი, რომელიც 2019 წელს გაიზარდა და 600 000 ლარი შეადგინა. მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 53 ობიექტს რომლის საერთო ღირებულებამ 39 000 ლარი შეადგინა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განხორციელდა სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები და პროგრამები. მათ შორის, 18 მოზარდი ორთვიანი პროგრამით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. თბილისის 10 რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 137 დევნილ პენსიონერს თვალის კლინიკა „მედისონის“ მხარდაჭერით უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ასევე, დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ჩართულობით განხორციელდა ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი

16 თებერვალი, 2019 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთ

მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს

16 თებერვალი, 2019 , 10:15

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონ

მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

16 თებერვალი, 2019 , 10:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. მამუკა ბახტაძესთან ერთა

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი

15 თებერვალი, 2019 , 16:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან ერთად განათლების სისტემის კომპლექსური რეფო

პარლამენტის დელეგაცია ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, მარზუკ ალი ალ გჰანიმს შეხვდა. მხ

მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება წამგებიანი პირობებით - ოთარ სირაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

უკვე თვენახევარია, რაც ამოიწურა ხელშეკრულების ვადა, „გაზპრომსა” და ქართულ მხარეს შორის, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირების შესახებ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებულ