უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

11 მარტი, 2017 14:20
font-size

აფხაზეთის ხვალინდელ არჩევნებს ხალხის ნებასთან საერთო არაფერი აქვს - ქეთევან ციხელაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ხვალ, ე.წ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

მეექვსე მოწვევის ე.წ პარლამენტში მოსახვედრად 138 კანდიდატი იბრძვის, მაშინ როდესაც, ე.წ „სახალხო კრებას“ სულ 35 სადეპუტატო მანდატი გააჩნია.

აფხაზეთის ე.წ პარლამენტი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. თუმცა, მარიონეტულმა რეჟიმმა საარჩევნო სისტემის რეფორმა წამოიწყო, რომელიც შერეულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. მეხუთე მოწვევის ე.წ პარლამენტში რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსმენა უკვე გაიმართა.

რაც შეეხება წლევანდელ არჩევნებს, აფხაზი და რუსი ექსპერტების აზრით, მისი მთავარი ინტრიგა, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქავბის მონაწილეობაა, რომელმაც თითქმის 2,5 წლის შემდეგ სოხუმში დაბრუნდა და პარლამენტში მოხვედრის სურვილს გამოთქვამს.

აფხაზი ექსპერეტბის აზრით, სავარაუდოა, რომ სწორედ ანქვაბი გახდებს მეექვსე მოწვევის ე.წ პარლამენტის დე ფაქტო სპიკერი.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ საარჩევნო პროცესს და მის შედეგს სამართლიანი საფუძველი არ გააჩნია, შესაბამისად, მისი შედეგი როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ისევე, საქართველოს მიერ აღიარებული ვერ იქნება.

„არც ამ პროცეს და არც მის შედეგებს, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. არ და ვერ იქნება აღიარებული საერთშორისო თანამეგობრობის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და შესაბამისი მვკეთრი პოზიციები ფიქსირდება. ამ არჩევნებს ხალხის ნებასთან საერთო არ აქვს. იმ პირობებში, როდესაც ასიათასობით ადამიანი გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან და ამ რეგიონებზე ხორციელდება რუსეთის მკაცრი და ექსკლუზიური კონტროლი“,-აღნიშნა მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

რუსეთი და სამხრეთ ოსეთი უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან - მარატ კულახმეტოვი

8 სექტემბერი, 2018 , 12:55

„სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რ

ოკუპირებული ახალგორის რაიონული სასამართლოს განმარტებით, თამარ მეარაყიშვილის მიმართ საქმეები დარღვევებით აღიძრა

5 სექტემბერი, 2018 , 12:13

ოკუპირებული ახალგორის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურას დაუბრუნა. მოსამართლის განმარტებით, მეარაყიშვილის მიმართ ბრალდების

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`