უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 მარტი, 2017 18:25
font-size

აფხაზეთის მთავრობა ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის გამო წუხილს გამოთქვამს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის გამო წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით.

როგორც უწყების მიერ გაკეთებეულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეში დარღვევაა, ამავდროულად, წარმოადგენს სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს იმ სულისკვეთებისა, რომლითაც განმსჭვალულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.

„ამ გადასასვლელების ჩაკეტვა არის ღია მცდელობა აფხაზი და ქართული მოსახლეობის ხელოვნური გახლეჩის, გახლეჩილ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო დიდი უფსკრულის გაჩენის, რაც თავისთავად კონტრპროდუქტიულია იმ ფუნდამენტური საწყისებისა, რომელსაც თვით კონფლიქტის მოგვარების პროცესი მოიაზრებს სახალხო დიალოგისა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენის ფორმატში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეებს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამავდროულად, ვიმედოვნებთ რომ ეს ღონიძიება არის დროებითი ხასიათის და მივმართავთ აფხაზეთის დე-ფაქო ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას“,-ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალი, 2020 , 11:04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებერვალი, 2020 , 13:15

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.   საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ა

თბილისსა და ცხინვალში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა - ტოივო კლაარი

13 თებერვალი, 2020 , 10:56

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`