უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ნოემბერი, 2020 10:30
font-size

აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობის COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა.

როგორც "მედიანიუსს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

მათივე ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდისა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების სამედიცინო ჯგუფებმა გაუკეთეს. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებული სავალდებულო იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გააცნეს.

„ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ აფხაზეთიდან დევნილებს, პირბადეები და საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სხვადასხვა ლოკაციაზე გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ამავე კლინიკაში მკურნალობდა. "ექიმი ბენო ჭელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 ნოემბერს კლინიკაში მ

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 ნოემბერი, 2020 , 17:50

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე

ბათუმში კორონავირუსით მედიკოსი გარდაიცვალა

18 ნოემბერი, 2020 , 21:36

გუშინ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. ეს სამე

ბათუმში ექიმი და ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 ნოემბერი, 2020 , 15:15

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, იგი 9 დღის განმავლობაში ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. ამასთან, კორონავირუსის შე

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

17 ნოემბერი, 2020 , 16:55

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავ

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

17 ნოემბერი, 2020 , 11:10

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, აღნიშნული საყურადღებო შემთხვევაა, რომელსაც სამინისტრო აუცილებლად შეისწავლის. „ამაზე საუბარი ე