უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2017 12:40
font-size

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის ინიციატივა საერთოდ გამორიცხავს ჩვენი დევნილების მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნების პერსპექტივას - ნიკა რურუა

საქართველოში სომხეთის პრემიერის, კარენ კარაპეტიანის ვიზიტის შემდეგ, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან და პრემიერმა კვირიკაშვილმა ისაუბრეს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა რურუამ.

როგორც რურუამ აღნიშნა, აღნიშნულის თქმის საფუძველს იძლევა კარაპეტიანის ,,არაორაზროვანი და მკაფიო განცხადება, რაც შემდეგ დაადასტურა რუსულმა და სომხურმა მედიამ, რომ შეიქმნება ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა.’’

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, აქ სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს ნაგულისხმევი, თუ არა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა.

,,ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს სრულიად დაუშვებელია, ვინაიდან სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ასე ყველანაირი წინაპირობის გარეშე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ასევე, გამორიცხავს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საერთოდ საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის ადრე თუ გვიან აღდგენას ამ ტერიტორიაზე”.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება ქართველი ხალხის ზურგსუკან და სრულიად დაუშვებელია.

,,იგივე ინფორმაცია გაჟღერდა აბაშიძე-კარასინის ფორმატში, რომელიც მინდა ვთქვა, რომ აშკარად სცილდება საკუთარი იურისდიქციის, საკუთარი უფლებების საზღვარს, ვინაიდან ეს ფორმატი შექმნილია, როგორც ვიცით, მხოლოდ ეკონომიკური საკითხებისთვის. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა არის ცალსახად პოლიტიკური საკითხი. ბატონი აბაშიძე უნდა გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში და ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წინაშე ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც ლეგიტიმურად არსებობს.

ვიმეორებ, აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, მით უმეტეს ქართველი ხალხის ზურგსუკან არის ღია ღალატი ეროვნული ინტერესებისა და არის სრულიად დაუშვებელი, როგორც აშკარად მტრული ნაბიჯი, რომელიც ახეირებს მხოლოდ რუსეთს, სეპარატისტებს და სომხეთს.

ეს ნაბიჯი წარმოუდგენლად გაგვიფუჭებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ფოთის პორტის და ახალქალაქ-ბაქოს რკინიგზის თვირთბრუნვას და ძალიან გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან.

შესაბამისად, მთლიანად გამოსარიცხია ამ ეტაპზე ყველანაირი წინაპირობის გარეშე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა და ამ კულუარულ მოლაპარაკებებს უნდა მიეცეს ფართო საზოგადოებრივი განსჯის ფორმატი.

თუ ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, აუცილებლად მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს. ამას მოყვება დიდი სახალხო მღელვარება, რადგან ეს ინიციატივა აშკარად მოღალატურია და ის საერთოდ გამორიცხავს ჩვენი დევნილების როდესმე მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნების პერსპექტივას, ისევე როგორც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას’’, - განაცხადა ნიკა რურუამ.

ნინო ექვთიმიშვილი

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს - ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლიეტუვის პრეზიდენტი

22 აგვისტო, 2019 , 17:43

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

22 აგვისტო, 2019 , 16:38

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ლიეტუვაში დაიწყო. ვილნიუსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილს ლიეტუველმა კოლეგამ, გიტანას ნაუსედამ უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს