უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გაეროს რეზოლუციას ცალმხრივს უწოდებს 05.07.2012 16:21

ადხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიუ-იორკში 3 ივლისს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსს შეეხება, არასერიოზულს უწოდებს.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი აღნიშნული რეზოლუციის გამო ძალიან წუხან.

,,დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური დოკუმენტის მიღება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის იურიდიულად არაიძულებით ხასიათს ატარებს, უნდა დაეყრდნოს ყველა დაინტერესებული მხარის ფაქტების და არგუმენტაციის გათვალისწინებას”-აღნიშნავენ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებაში.

აფხაზური მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აფხაზეთის წარმომადგენლები კვლავ არ მიიწვიეს გაეროში რეზოლუციის პროექტის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

,,ეს დოკუმენტის ობიექტურობას ამცირებს, რადგან მისთვის საბაზისო ის ინფორმაციაა, რომელსაც კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარე აწვდის. ამ არაობიექტური და ცალმხრივი დოკუმენტის მიღება, არის საქართველოს პოლიტიკურ-პროპაგანდისტული საქმიანობის ელემენტი. სამწუხაროდ, ქვეყნების რიცხვში, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, შემთხვევით მოხვდენენ ის ქვეყნებიც, რომლებმაც როგორც ჩანს ვერ გააცნობიერეს, რომ მონაწილეობას იღებდნენ არასინდისიერ პოლიტიკურ თამაშში”-აღნიშნუილია დე-ფაქტო უწყების განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეზოლუციის მიღებამ, შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი გაართულოს.

2012 წლის 3 ივლისს ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიიღეს რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ". გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. რეზოლუცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების დაცვასა და პატივისცემაზე.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ავალდებულებს გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ. გენერალური მდივნის შემდეგი მოხსენება აღნიშნულ საკითხზე 2013 წელს გამოვა.

რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები განაგრძობენ ჰუმანიტარული მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ბლოკირებას.