უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
აფხაზეთი სტალინის აგარაკების გაყიდვას არ გეგმავს 18.04.2012 17:26

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინიტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლება რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე იოსებ სტალინის აგარაკების გაყიდვას არ აპირებს.

,,რია ნოვოსტი” ცნობით, ამის შესახებ ჩირიკბამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩვენთან არის სტალინის აგარაკები- რიწაში, გაგრაში, ათონში და სოხუმში. მათი გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ”, _ -აღნიშნა ჩირიკბამ.

მისი თქმით, სტალინს აფხაზეთში დასვენება უყვარდა და რიწაში მდებარე აგარაკი მისთვის უსაყვარლესი იყო.

ჩირიკბამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული აგარაკები სახელმწიფო საკუთრებაა და ხელისუფლება მათ ისტორიულ სახეს შეუნარჩუნებს.