აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთი ვენესუელასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას აპირებს
,,აპსნი პრესის” ინფორმაციით, 20-28 მაისის ჩათვლით ვენესუელაში ოფიციალური ვიზიტით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინტბა და ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის განყოფილების ე.წ. ხელმძღვანელი ადგურ ჩეგია იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ვენესუელასა და აფხაზეთს შორის ურთიერთოიბების გარღამვებისა და გაფართოვების საკითხები განიხილებოდა.
ირაკლი ხინტბას განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება უახლოეს მომავალში ვენესუელასთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას აპირებს.
"ვენესუელა ძალიან მიმზიდველი ქვეყნაა. ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ვენესუელაში გაემგზავრონ, როგორც ტურისტებად, ასევე უფასოდ ისწავლონ ქვეყნის უნივერსიტეტებში, შეისწავლონ ესპანური ენა და გაეცნონ ლათინური ამერიკის ცივილიზაციას" - განაცხადა ირაკლი ხინტბამ.
მისი თქმით, აფხაზეთი ვენესუელასთან ბიზნესის და ჯანდაცვის სფეროშიც ითანამშრომლებს.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აფხაზეთის მიმართ კეთილგანწყობილ ქვეყანათა რაოდენობა არც ისე ცოტაა და აფხაზეთის მოსახლეობა კონკრეტულ შედეგს მალე დაინახავს.



















