უკან
კომენტარი
22 ნოემბერი, 2017 16:15
აფხაზეთმა ვერაფერი გასწავლათ, ეთერებში რომ მიდიოდა ჩვენი ჯარების განლაგების ჩვენება?! - ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე მედიასაშუალებებს აკრიტიკებს იმ კადრების გავრცელებისთვის, რომელიც სპეცოპერაციის დეტალებს ასახავს.
,,ხალხო რას აკეთებთ, შეიძლება იმ კადრების დადება და ჩვენება, როგორ ემზადება სპეცრაზმი შტურმისთვის?! ცოტა მეტი პასუხსიმგებლობა გამოიჩინეთ სახელმწიფოს და ადამიანთა უსაფრთხოების მიმართ! აფხაზეთმა ვერაფერი გასწავლათ, ეთერებში რომ მიდიოდა ჩვენი ჯარების განლაგების ჩვენება?! არსებობს დასაშვებობის ზღვარი, რაც შეიძლება ამ დროს პირდაპირი ეთერით გადაიცეს და რა არა!“ - წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.