უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

21 ნოემბერი, 2016 17:25
font-size

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პოზიციას არასდროს შევიცვლით - გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი აფახზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში პროგრესი შეინიშნება.

ამის შესახებ კარასინმა Спутник Белоруссия -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველო კვლავინდებურად დაჟინებით ითხოვს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აღაირებასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას გადავხედოთ. ეს დღეს არარეალურია და არასდროს იქნება რელური. ამ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ ამას რეგიონში ახალ რეალობას ვუწოდებთ“,-აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ გაწყვიტა და „საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ილუზიების აგება საჭირო არ არის“.

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვან ლიბერალიას მიაღწიეს.

„რუსეთის ყოველ მოქალაქელ შეუძლია მიიწვიოს საქართველოს მოქალაქე, პროფესიისა და ნათესაური კავშირის მიუხედავად. ჯერ-ჯერობით ამ ნიშნულზე ვიმყოფებით. თუმცა, კმაყოფილი ვართ იმით, რომ ჰუმანიტარულ კონტაქტებში, ტრანსპორტისა და ვაჭრობაში ვითარება მნიშვნელოვნად გამოვასწორეთ. და არსებობს გარკვეული პერსპექტივები ამ პროცესის გაგრძელებისა“,-განაცხადა დიპლომატმა.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზე საუბრისას კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა“.

მისი თქმით, ამის შემდეგ დადგა „ სიძულვილისა და ღია ანტირუსული რიტორიკის“ დრო.

თუმცა, მისი თქმით, 2012 წლიდან ვითარება შეიცვალა და საქართველოს ახალი ხელისუფლება დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.

მონიკა დავლიანიძე

“მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, სიმშვიდე და სიწყნარეა” – ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

1 აპრილი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მოინახულა. მინისტრის თქმით, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საოკუპაციო ხა

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 18:44

მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშ

პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის - ქეთევან ციხელაშვილი

28 მარტი, 2020 , 16:35

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიე

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

26 მარტი, 2020 , 14:00

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა,- ამის შესახებ „მედიანიუსს&rdqu

აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ - 15 ქვეყნების ერთობლივი განცხადება

23 მარტი, 2020 , 17:49

აშშ-ს საელჩო 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუვერენული ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. საელჩოს განცხადებაში ვკით