უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

16 აპრილი, 2018 17:45
font-size

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის პირადი ნომრის მინიჭების უზრუნველსაყოფად მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაფართოების მიზნით, ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი იქმნება.

აღნიშნულზე პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობით საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა.

ინიციატივა უკავშირდება პირის იდენტიფიკაციის ახალ გამარტივებულ შესაძლებლობას ინდივიდუალური ნომრით (შემდგომში - პირადი ნომერი) რეგისტრაციის გზით. პირადი ნომრით რეგისტრაცია არ გულისხმობს პირისათვის მოქალაქეობის დადგენას ან მინიჭებას.

აქამდე არსებული რეგულაციისა და პრაქტიკისგან განსხვავებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, მის ხელთ არსებული, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის დროს გამოყენებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, გამარტივებულად ისარგებლოს მთელი რიგი სერვისებით, როგორიცაა: მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება; გადამხდელად რეგისტრაცია (საგადასახადო შეღავათებით); გრანტის მიღება; საბანკო სერვისებით სარგებლობა; ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება; უმაღლესი განათლების მიღება; პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა; გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა `ძალა ერთობაშია` საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას გააძლიერებს

23 აპრილი, 2018 , 16:55

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირების გაძლიერებას გეგმავს. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა , დღეს, იმ ადგილზე ჩავიდა, საიდანაც 65 წლის მწყემსი გაიტაცეს. „ჩვენი აქ ჩამოსვ

საოკუპაციო ხაზთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება

23 აპრილი, 2018 , 13:15

საოკუპაციო ხაზთან, დღეს, გამაფრთხილებელი აქცია -„რუსეთი ოკუპანტია!“ გაიმართება. 24 საათიანი გამაფრთხილებელი აქცია საღამომდე გაგრძელდება. აქტივისტები სოფელ ქერეში ჩასვლასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ქერესთან 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს

22 აპრილი, 2018 , 12:39

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერესთან რუსმა სამხედროებმა 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზო

საოკუპაციო ძალების მიერ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია

21 აპრილი, 2018 , 12:05

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამ

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მორიგი მოქალაქე გაიტაცეს

20 აპრილი, 2018 , 14:15

საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე, 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი გაიტაცეს. მესტუმრიშვილი საოკუპაციო ხაზთან თავის თანასოფლეთან ერთად საქონელს მწყემსავდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა და

ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ალ-ასადი ცხინვალში დაპატიჟა

20 აპრილი, 2018 , 12:40

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის მმართველი ბაშარ ალ-ასადი ცხინვალში დაპატიჟა. ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი სირიის რესპუბლ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე