უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

23 მარტი, 2020 17:49
font-size

აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ - 15 ქვეყნების ერთობლივი განცხადება

აშშ-ს საელჩო 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუვერენული ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ საქართველოს კვლავ მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობაში და სუვერენიტეტულად, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

''ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნების” ლეგიტიმურობას, რომელიც გაიმართა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს,''- ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

აფხაზეთში 22 მარტს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

“მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, სიმშვიდე და სიწყნარეა” – ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

1 აპრილი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მოინახულა. მინისტრის თქმით, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საოკუპაციო ხა

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 18:44

მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშ

პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის - ქეთევან ციხელაშვილი

28 მარტი, 2020 , 16:35

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიე

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

26 მარტი, 2020 , 14:00

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა,- ამის შესახებ „მედიანიუსს&rdqu

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22 მარტი, 2020 , 16:38

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც, უწყების ცნობით, სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`