უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

3 ნოემბერი, 2016 13:55
font-size

აფხაზეთში ე.წ. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდს უწოდებს.

„მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლის თავზე მისი რატიფიკაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით“, _ აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება და დასძენს, რომ აფხაზეთში ე.წ. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას ყველა საერთაშორისო ფორმატში, დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ მრავალმხრივ დიპლომატიაში რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის უკანონო ქმედებებს და შესაბამისი ზომები მიიღოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

Airbnb წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

20 იანვარი, 2019 , 13:07

აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისი Airbnb საკუთარი საიტიდან წაშლის განცხადებებს აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ აღნიშნულია Airbnb-ის ოფიციალურ  ვებსაიტზე. "როგორც გლობალური პლატფორმა

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ - დავით ზალკალიანი

19 იანვარი, 2019 , 13:36

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რადგანაც პირველ რიგში, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება

18 იანვარი, 2019 , 16:02

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განა

გაგრაში რუსი ბიზნესმენი ააფეთქეს

16 იანვარი, 2019 , 16:43

ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქების შედგეგად რუსი ბიზნესმენი დაშავდა. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ე.წ. სამინისტრო იტყობინება.   ინციდენტი 15 იანვარს გაგრაში, ლძაას დასახლებაში მოხდა. ბიზნეს

H1N1-ის საფრთხის გამო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ზღუდავს

11 იანვარი, 2019 , 11:20

H1N1 გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და

სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს - საქართველოს საგარეო უწყება

10 იანვარი, 2019 , 17:25

ქართული მხარე არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ &bdq

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`