უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

2 აგვისტო, 2017 13:30
font-size

აფხაზეთში პუტინის ჩასვლა ღია მესჯია, რომ უმოკლეს ხანებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა დაიძაბება - პაატა დავითაია

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ღია მესიჯია, რომ უმოკლეს ხანებში მდგომარეობა დაიძაბება.

დავითაიას თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი არ გაკვირვებია.

„არც გამკვირვებია პუტინის ჩასვლა, ველოდებოდი კიდევაც, რადგან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ცალსახად მოსალოდნელი იყო მოქმედებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს ღია მესიჯია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუ რა მოქმედებებს აპირებენ. დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ხანებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა დაიძაბება და ე.წ. მცოცავი ოკუპაცია შეიძლება გაგრძელდეს. ეს რუსეთის სტილია. თუ გადავხედავთ უახლოეს პერიოდს, ნებისმიერი ჩვენი დასავლური პარტნიორის სერიოზული მხარდაჭერის შემდეგ, რუსეთი გადადის გარკვეულ აგრესიულ ქმედებებზე“,- განაცხადა დავითაიამ.

ამასთან, დავითაია იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ შეექმნას საფრთხე.

მონიკა დავლიანიძე

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა