უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

24 მარტი, 2017 17:10
font-size

აფხაზეთში С-300-ის დამატებითი დივიზიის განლაგება სიცრუეა - რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღეებში თბილისი პროვოკაციული განცხადებებითა და ქმედებით გამოირჩევა.

Medianews-ი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ბოლო დღეები თბილისი პროვოკაციული განცხადებებით და ქმედებების ფოირვერკით გამოირჩევა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაზე საქართველომ შეიტანა ცალსახად პოლიტიზირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც აფხაზეთის,სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ადგილი ჰქონდა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან უცხოელი დელეგაციების პილიგრიმობას, რომელსაც საქართველოში „ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“ უწოდებენ. საქართველოს ოფიციალური პირები კი, ახალ-ახალ პროტესტს გამოთქვამენ.

პროპაგანდისტური ხმაურის საბაბად ყველაფერი გამოიყენება: აფხაზეთის სამართლიანი გადაწყვეტილება თავის საზღვარზე გამშვები პუნქტების ოპტიმიზირების შესახებ,სამხრეთ ოსეთთან ორმხრივი შეთანხმება, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე რუსეთის ჯარში იმსახურონ, ასევე, ცრუ ინფორმაცია, რომ აფხაზეთში С-300-ის დამატებითი დივიზია განლაგდა და საერთოდ ფანტასტიური ისტორია იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა საქართველოდან სომხეთში გადავიდა.

უეჭველია, რომ მთელი ეს პოლიტიკური სპექტაკლი სპეციალურად დადგმულია 28-29 მარტისთვის დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ. როგორც ჩანს, თბილისი აპირებს განაგრძოს ჟენევის ფორმატში დიალოგის საბოტაჟი. ამიტომაც,წინასწარ იქმნება კონფრონტაციულ-ისტერიული გარემო.

ამასთან დაკავშირებით, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ რუსეთის დელეგაცია შვეიცარიაში ისეთი განწყობით მიემგზავრება, რომ კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა, მშვიდად და პროდუქტიულად წარიმართება. მოვუწოდებთ იგივესკენ ქართველ პერტნიორებსაც, ასევე, ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვრები სრულად ჩაკეტა

28 თებერვალი, 2020 , 11:05

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილება სრულად შეზღუდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს აქვთ. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა მთავარ მიზეზად საქართვ

ოკუპანტებმა სოფელ აძვის მცხოვრები გაიტაცეს

27 თებერვალი, 2020 , 14:45

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვის მცხოვრები გაიტაცეს. შეიარაღებულმა ფორმიანებმა 60 წელს გადაცილებული ელდარ გუნდიშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფ

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალი, 2020 , 11:04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`