უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 თებერვალი, 2018 12:00
font-size

აფხაზეთში, შესაძლოა, სოციალური ქსელები აკრძალონ

აფხაზეთში, შესაძლოა, სოციალური ქსელები აკრძალონ. ინიციატივა გაახმოვანა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. საქმე ეხება ანონიმ მომხმარებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში „ჯგუფებს“ ქმნიან, სადაც დე-ფაქტო მთავრობის საქმიანობას მწვავედ აკრიტიკებენ. საქმე მუქარებამდეც მიდის.

„დიდი ხანია მივეჩვიე, რომ ხან ასეთად მომიხსენიებენ, ხან ისეთად. მაგრამ, როცა ამას აკეთებენ იმ ქვეყნების პირველი პირების მიმართ, რომლებთანაც ურთიერთობებს ვამყარებთ, როცა მათ შეურაცხყოფას აყენებენ - ეს აფხაზი ხალხის სირცხვილია.

ჩვენ ფაქტობრივად შეუჩერებლად ტალახს ვესვრით ერთმანეთს და ბევრი მომმართვას სოციალური ქსელების დახურვის თხოვნით. იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებს ამ საკითხის მოგვარებას“, -თქვა ხაჯიმბამ.

ანონიმი მომხმარებლების საკითხი აფხაზეთში არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. პოსტებითა და პუბლიკაციებით შეურაცხყოფილები ამ ანონიმების ნამდვილი ვინაობის დადგენასაც ითხოვდნენ. ასევე იყო წაყენებული ინიციატივა, რომლის მიხედვით, აიკრძალებოდა დარეგისტრირება სხვისი სახელითა და გვარით.

ფეისბუკის აფხაზური სეგმენტი ანონიმი მომხმარებლებით გაივსო 2014 წლის 27 მაისის ამბების შემდეგ. მაშინ აფხაზური ე.წ. ოპოზიცია სოხუმში მიტინგი გამართა, სადაც მოითხოვა ოკუპირებული რეგიონის მაშინდელი დე-ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის გადადგომა. შეკრებილებმა ალყაში მოაქციეს სამთავრობო შენობა, დაამყარეს კონტროლი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე და განაცხადეს, რომ დროებით იღებენ ქვეყნის სადავეებს ხელში. 2014 წლის 1 ივნისს ანქვაბი გადადგა, ხოლო 2014 წლის 24 აგვისტოს არჩევნების შედეგად დე-ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა რაულ ხაჯიმბამ დაიკავა.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი