უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 ნოემბერი, 2021 07:57
font-size

დღის კალენდარი _ 13 ნოემბერი

წლის 318-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 48 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (1227); მოციქულთა: სტაქოსი, ამპლისა, ურბანისა, ნარკისისა, აპელისა და არისტობულესი; 70-თაგანთა (I); მოწამისა ეპიმაქესი (დაახლ. 250); ღირსისა მავრასი (V).

დაიბადნენ:

354 — სანქტუს აუგუსტინუს აურელიუსი, ქრისტიანი თეოლოგი, გარდაიცვალა 430 წელს.

1850 — რობერტ სტივენსონი, ინგლისელი მწერალი, გარდაიცვალა 1894 წელს.

1874 — მარგარეტ ლონგი, გამოჩენილი ფრანგი პიანისტი, გარდაიცვალა 1966 წელს.

გარდაიცვალნენ:

1868 — ჯოაკინო როსინი, ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი.

1903 — კამილ პისარო, ფრანგი მხატვარ-იმპრესიონისტი.

1921 — გრიგოლ ყიფშიძე, მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური კრიტიკოსი.

1974 — ვიტორიო დე სიკა, თვალსაჩინო იტალიელი კინორეჟისორი.

მოვლენები:

1775 წელი — დამოუკიდებლობისათვის ომის დროს ამერიკელმა კოლონისტებმა ჯორჯ ვაშინგტონის მეთაურობით მონრეალი დაიკავეს.

1851 წელი — გაიხსნა ტელეგრაფული კავშირი ლონდონსა და პარიზს შორის.

1851 წელი — მოსკოვსა და პეტერბურგს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყო.

1885 წელი — სერბეთის არმიამ ბულგარეთი დაიკავა.

1913 წელი — საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება.

1980 წელი — ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა „ვოიაჯერ-1“-მა გადმოსცა სატურნის ფოტოსურათები.

ღირსსახსოვარი დღე:

უსინათლოთა საერთაშორისო დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი