უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
კავკასია
აფხაზური დელეგაცია მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო 11.09.2012 16:45

აფხაზური დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ახლადარჩეული ,,პრეზიდენტის” ბაკო სააკიანის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო.

,,აპსნი პრესის” ცნობით, აფხაზურ დელეგაციას დე-ფაქტო ვიცე –პრეზიდენტი მიხაელ ლოგუა ხელმძღვანელობდა.

გარდა აღნიშნულისა, აფხაზურმა დელეგაციამ რამდენიმე ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და სომხეთის წარმომადგენლები.

სომხეთის დელეგაციას ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობდა.

მთიან ყარაბაღში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 19 ივლისს გაიმართა. სააკიანმა ამომრჩეველთა ხმების 67 პროცენტი მიიღო.