უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აპრილი, 2018 12:05
font-size

აგარის ქარხნის თანამშრომლებმა აქცია შეწყვიტეს - ბიზნესომბუდსმენის თქმით, საწარმოს ასამუშავებლად 2 თვეა საჭირო

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია „სოლიდარობა აგარას“ შეწყვიტეს ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ლექვინაძემ განმარტა, საწარმოს მუშაობის გასაახლებლად 2 თვეა საჭირო. მან განუცხადა შეკრებილებს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ საკითხს და ვსაუბრობთ სხვადასხვა მხარესთან, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ის პრობლემა, რომელიც გაწუხებთ – საწარმოს მუშაობის განახლება, მოგვარდეს. ჩემი მოადგილე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები 18 აპრილსაც იყვნენ ჩამოსული თქვენთან, სადაც გითხრეს, რომ დღეს გაიმართებოდა შეხვედრა ქარხნის მფლობელთან, რომელიც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და დაიწყებოდა განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქარხანამ მუშაობა განაგრძოს.

დღეს ეს შეხვედრა შედგა და დაისვა საკითხები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან კომპანიამ იმისთვის, რომ არამომგებიანობის თემა მოიხსნას და საწარმომ მუშაობა განაგრძოს. დღეს შეხვედრა ამ წინადადებების გაზიარებით დასრულდა.

მომავალი კვირის დასაწყისამდე გარკვეული საკითხები დაზუსტდება, მათ შორის, რა პერიოდით შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით, თუ ამ საკითხების შეჯერება და გაზიარება მოხდა, სადღაც ორთვიანი ჩარჩოა იმისთვის, რომ საწარმომ მუშაობა დაიწყოს. ეს სამუშაო პროცესი გრძელდება.

ჩვენი სამსახური ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული, როგორც კომპანიასთან, ისე ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის კუთხით, რათა მაქსიმალურად მოხდეს იმ საკითხების გაზიარება, რაც კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკების ასოციაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, შედგა შეთანხმება იმ ადამიანებისთვის სესხების მომსახურების ექვსი თვით გადავადების შესახებ, რომლებსაც ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული.

„კომპანიისგან ჩვენ მივიღეთ 80-კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ბანკებში გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ. ბანკების ასოციაციასთან გვქონდა კომუნიკაცია და არსებობს ყველანაირი მზაობა, რომ ამ ადამიანებს სესხის მომსახურება ექვსი თვით გადაუვადდეთ. ამ თემაზე ბანკები თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან“, – თქვა ბიზნესომბუდსმენმა.

გუშინ „აგარას შაქრის“ თანამშრომლები მხარდამაჭერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავდნენ. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ საწარმოს დახურვას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აგარის ქარხნის თანამშრომლების მსვლელობა 4 დღის წინ დაიწყო. მათ 110 კილომეტრი ფეხით გამოიარეს, თბილისში კი ხუთშაბათს, გვიან ღამით ჩამოვიდნენ, სადაც აქციამდე დიღმის მასივის ტყე-პარკში დაბანაკდნენ.

აგარას საწარმო, რომელზეც დამოკიდებულია მთელი დაბა, 7 თვის წინ დაიხურა. ქარხნის მფლობელებმა განმარტეს, რომ აგარაში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს უცხოურ დაბალხარისხიან, მაგრამ უფრო იაფ პროდუქციას.

უშუალოდ აგარაში აქციები ბოლო 2 თვის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივლისი, 2020 , 14:01

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვ

მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე - გიორგი გახარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძით და შოთაძით გაბლატავებული ბიჭები - ელენე ხოშტარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძე-შოთაძით გაბლატავებული ბიჭები, დამარცხდებით მონებო! – წერს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. “ამ მთავრობას ა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

9 ივლისი, 2020 , 12:30

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 968 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება

9 ივლისი, 2020 , 11:55

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქ

ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას შსს-ს მომსახურ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე