უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2018 13:55
font-size

აღარ გვაინტერესებს ბიძინას თოჯინების მოსმენა, ფარცხალაძე მოიყვანეთ პარლამენტში - სალომე სამადაშვილი ეკა ბესელიას

აღარ გვაინტერესებს ბიძინას თოჯინების მოსმენა, ფარცხალაძე მოიყვანეთ პარლამენტში, - განაცხადა პარლამენტში, იურიდული კომიტეტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

აღნიშნულ რეპლიკას კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პასუხი მოყვა: ,,მიშას თოჯინებს ვხედავ თქვენი სახით აქ, სასაცილოზე უარესი ხართ“.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც სავარაუდოდ , პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომა სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრით დაწყებულიყო, რასაც ურთიერთბრალდებები მოჰყვა. დეპუტატს ასევე აინტერესებდა, დაიბარებდნენ თუ არა პარლამენტში ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.

„აღმოჩნდა, რომ მძევლად ჰყავხართ აყვანილი ყველა ვინმე სუბელიანს იმიტომ, რომ გაშანტაჟებთ,“- განაცხადა სამადაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მანდატურებს მოსთხოვა, რომ სალომე სამადაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაეტოვებინათ, რადგან მისი შეფასებით, ოპოზიციის წევრმა რეგლამენტი დაარღვია.

„გაფრთხილებას გაძლევთ ქალბატონო სალომე და იძულებული ვარ, შეგახსენოთ, თქვენ რომელიც წარმოადგენდით ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვან ადგილას და ძალიან დიდი სირცხვილია, რომ თქვენ ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემთ კანონს, რეგლამენტს... ქალბატონო სალომე, დასრულდა თქვენი დრო, ვერ გიშველით ეგ სპექტაკლები თქვენ. ან მიბრძანდით, დატოვეთ დარბაზი, ან გაჩუმდით,“- მიმართა ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს, რის შემდეგაც დეპუტატმა სხდომა ცხარე კამათის ფონზე დატოვა.

ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების` გავლენის ჩაბეტონება იქნება - ბექა ნაცვლიშვილი

17 თებერვალი, 2020 , 12:30

ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება იქნება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

17 თებერვალი, 2020 , 10:35

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

17 თებერვალი, 2020 , 10:35

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა დღეს არის ჩანიშნული. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კო

მადლიერნი ვართ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსი - დავით ზალკალიანი

15 თებერვალი, 2020 , 17:00

მადლიერნი ვართ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსი, რომელიც დგას საქართველოს გვერდით რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ

ანაკლიის პორტის სამხედრო დანიშულებით გამოყენების პერსპექტივა

15 თებერვალი, 2020 , 15:20

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და შეცვლილი სტატუს-ქვო რეგიონში დღეს, ჩინური ტვირთის ევროპის მიმართულებით გადაადგილებისას, რეგიონში ჰაბი რუსული, ნოვოროსიისკის სავაჭრო პორტია. 340 ჰექტარზე გადაჭიმული, ანაკლის ღრმაწყლოვანი პორ

„ქართული ოცნება“ მიდის კატასტროფის გზით - ნინო ბურჯანაძე

14 თებერვალი, 2020 , 15:55

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნა სამწუხარო ფაქტია , - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`