უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2019 15:50
font-size

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბრალდებულების/ მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ აიდი ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს.

ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილის“ მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილის“ მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება

22 მაისი, 2019 , 17:27

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა. როგორც საქართველოს პირველ არხს ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა. „სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგ

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა - დავით სერგეენკო

22 მაისი, 2019 , 17:10

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი

პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ ტარდება

22 მაისი, 2019 , 16:40

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ იმართება. თბილისის საკრე

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა

22 მაისი, 2019 , 15:40

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთა

სამგორის სამხედრო დასახლებას ყველაფერი ექნება მოწესრიგებული და მაღალ დონეზე მოგვარებული - კახა კალაძე

22 მაისი, 2019 , 15:40

სამგორის სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობისთვის 2,5 მლნ. ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები მაღალ დო

ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება - მიხეილ ბატიაშვილი

22 მაისი, 2019 , 15:10

განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას - Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ