უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 მაისი, 2018 11:35
font-size

აღიარეთ, რომ სარალიძე თქვენი ხელისუფლების „გირგვლიანია“! - ნიკა მელია კახა კალაძის განცხადებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დედაქალაქის მერი კახა კალაძე გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელიც ეხებოდა გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციას სახელწოდებით #ნუმომკლავ, რომლის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ორგანიზატორებისა და მათი მკვლელობის დაფარვის მონაწილეების დასჯა მოითხოვეს.

მელიამ აღნიშნა, რომ კალაძემ გირგვლიანის საქმის გახსენებით გაათანაბრა ეს მკვლელობა ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევასთან. გარდა ამისა, პოლიტიკოსმა დაადანაშაულა თბილისის მერი გირგვლიანის საქმით სპეკულირებაში.

„ენმ“-ის ლიდერმა დასძინა, რომ როგორც წინა სახელისუფლებო გუნდმა აგო პასუხი გირგვლიანის საქმის გამო, ისეთივე ბედი ელოდება „ქართული ოცნების“ მთავრობასაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო.

„დღეს ათასობით ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა ზაზა სარალიძეს. როგორც ჩანს, სწორედ აქციის მრავალრიცხოვნებამ გამოიყვანა მწყობრიდან დედაქალაქის მერი კალაძე, რომელიც საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა ყოვლად სამარცხვინო განცხადებით.

მივმართავ, საზოგადოების სამართლიანი პროტესტით აღშფოთებულ კალაძეს:

თქვენ ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარეთ სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა! დიახ, აღიარეთ, რომ სარალიძე თქვენი ხელისუფლების „გირგვლიანია“! თუ ასე არაა, რატომ გაგახსენათ ამ აქციამ გირგვლიანი? თურმე დღესაც გახსოვთ, როგორ გინახავთ პირველად გამწარებეული დედა ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე გამოსული მხოლოდ ათიოდე მოქალაქე. წლების წინ, იმ აქციაზე თქვენ არ მდგარხართ - ხელისუფლების ფავორიტობა და პრემიერ ნოღაიდელთან ერთად მრავალმილიონიანი ბიზნესები არ გეთმობოდათ.

თქვენგან განსხვავებით კი მე, ნიკა მელია, ის ვარ, ვინც მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი, იმ საპროტესტო აქციებზე ვიდექი და ირინა ენუქიძის ტკივილს თქვენსავით გადმოცემით არ ვიზიარებდი. ასე რომ, როდესაც დღეს ჩვენ გვიწოდებთ „ამორალურ პირებს“ და „გაკვირვებას“ ვერ მალავთ საზოგადოებისადმი ჩვენი დამოკიდებულების გამო, სჯობს თქვენს იმდროინდელ დამოკიდებულებებსაც გადახედოთ და გაიხსენოთ, რომ ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი მაშინ გაგახსენდათ, როცა თქვენი და მაშინდელი ხელისუფლების გზები გაიყო და ეს ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის დაგჭირდათ.

აქვე მინდა შეგახსენოთ და გაგაფრთხილოთ, „გირგვლიანის საქმის“ გამო, ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკურად უკვე აგო პასუხი 2012 წლის არჩევნებზე და სარალიძის გამო, სწორედ თქვენს გუნდს მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა!“, - დაწერა მელიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

თბილისის მერი აქციას სახელწოდებით #ნუმომკლავ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან სოლიდარობა გამოუცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს. მან გაიხსენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მოკლულის დედამ სამართალი ვერ იპოვა. კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გააკრიტიკა და მოსახლეობისადმი „ცინიკურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა.

გუშინდელი აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ორგანიზებით ჩატარდა. მან შეკრებილებს მიმართა და სთხოვა, არ დაუშვან ახალგაზრდების სისხლისღვრა. მისი ინფორმაციით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მკვლელობის დროს ორი დანის გარდა კიდევ სხვა საგნები იყო გამოყენებული. სარალიძემ დასძინა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ერთ-ერთი დანა გაანადგურა, ხოლო პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს.

აქციას შეუერთდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს ძიუდოისტებმა, რომლებმაც გუშინ მორიგი აქცია გამართეს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად