უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2018 11:55
font-size

აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა და დასაჯონ ეს ხალხი - თემირლან მაჩალიკაშვილი რამადანის თვის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობაში აქციებს აანონსებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ქუჩაში დგომა სიმართლის დადგენის ერთადერთ გზად დარჩა.

მისი თქმით, პრემიერმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე რეაგირებას დაპირდა, თუმცა მას არ ასრულებენ. მაჩალიკაშვილმა იმის გამოც გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებით საპარლამენრტო საგამოძიებო კომისიაში მისი შვილის დაღუპვაზე არ საუბრობენ.

„შექმნილი ხომ იყო საგამოძიებო ჯგუფი, საერთოდ, სიტყვას არ ახსენებენ თემირლან მაჩალიკაშვილზე. დაპირება იყო, მაგრამ რეაგირება არაა. დამპირდა გიორგი კვირიკაშვილი, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ საქმის გამოძიებისთვის და მას შემდეგ არავინ დაგვკავშირებია. უნდა განხილულიყო მაჩალიკაშვილის საქმეც. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დანაშაული, ისეთი დანაშაული, რომლის გამოსწორება არ შეიძლება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, შვილის სიკვდილზე უფრო ძნელი გადასატანი აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმში დადანაშაულება.

„ამ უსასტიკესი დანაშაულის გადასაფარად რომ გამოაცხადეს ჩემი შვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილად, ეს არის ჩემთვის მის სიკვდილზე მეტი. მე მათ ვეუბნები, აღიარონ მისი უდანაშაულობა, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა და დასაჯონ ეს ხალხი, ვინც ჩაიდინა ჩემთან ეს ტერაქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილმა რამადანის თვის დასრულების შემდეგ პანკისში აქციების დაწყება დააანონსა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი